საგარეჯოს გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საგარეჯოს გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ქალაქ საგარეჯოს ჩრდილოეთით, ორ კილომეტრში. სავარაუდოდ თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს და ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვის ირეგულარული წყობით, თუმცა გარეთა კედლებში სწორხაზოვანი რიგებიც შეიმჩნევა. ეკლესია ძლიერ იყო დაზიანებული. მისი დიდი ნაწილი დაფარული იყო მიწითა და მცენარეულობით.

2014 წელს საქართველოს ისტორიული ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდმა ჩაატარა სარესტავრაციო სამუშაოები. შედეგად აღდგა დანგრეული კედლის ნაწილები. ეკლესია გადაიხურა რიყის ქვის კამარით. ეკლესიის გაწმენდითი სამუშაოების დროს აღმოჩნდა ღარისებური კრამიტის ნამტვრევები, რომლის საფუძველზეც შენობა დაიბურა მსგავსი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]