როსტოვის განმათავისუფლებელთა სტელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
როსტოვის განმათავისუფლებელთა სტელა
რუს. Стела «Освободителям Ростова»
კოორდინატები 47°13′33″N 39°44′45″E / 47.225972° ჩ. გ. 39.745833° ა. გ. / 47.225972; 39.745833
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ი. რუკავიშნიკოვი, ა. ფილიპოვა, ნ. მიოვიდოვი
გახსნის თარიღი 1983

როსტოვის განმათავისუფლებელთა სტელა (რუს. Стела «Освободителям Ростова») — ძეგლი დონის როსტოვში, აღმართულია ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფაშისტებისაგან ქალაქის განმათავისუფლებელთა პატივისცემის ნიშნად. ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1983 წლის 8 მაისს[1]. ძეგლი აღმართულია დონის როსტოვის 40-დღიანი განმათავისუფლებელი ბრძოლის აღსანიშნავად და ქალაქის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს მოუთხრობს ომის წლების ტრაგედიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დონის როსტოვში განმათავისუფლებელთა ძეგლის დადგმის გადაწყვეტილება მიიღეს ჯერ კიდევ 1943 წელს, გერმანელთა ჯარებისაგან ქალაქის განთავისუფლებისთანავე, თეატრალურ მოედანზე შეკრებილი მოსახლეობის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. ძეგლის და მიმდებარე პარკის სამშენებლო პროექტი არაერთხელ შეიქმნა, მაგრამ ქალაქის ბიუჯეტში ვერ მოიძებნა თანხა მის განსახორციელებლად. პროექტი გაყინეს, მაგრამ 1980-იან წლებში ძეგლის აგების საკითხი კვლავ განახლდა. ამჯერად გაიმარჯვა არქიტექტორების იულიან რუკავიშნიკოვის, ა. ფილიპოვასა და ნ. მილოვიდოვის პროექტმა, რომელიც 1980 წელს დაასრულეს[1].

მშენებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროექტის შესრულება იმ პერიოდისათვის საკმაოდ რთული იყო. მშენებლების წინაშე მრავალმა პრობლემამ იჩინა თავი, რომელიც დაკავშირებული იყო კონსტრუქციასთან, მასალების სიმცირესთან, მშენებლობის სირთულესთან. ყველა საკითხი გადაწყდა მშენებლების ტიტანური შრომის შედეგად.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით მსგავსი მასშტაბის ძეგლი არასოდეს აგებულა დონის როსტოვში[1].

2015 წლის ოქტომბერში როსტოვის ყველაზე ცნობილი ძეგლები ღამის განათებით გაანათეს. მათ შორის როსტოვის განმათავისუფლებელთა სტელაც[2].

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის სიმაღლეა 72 მეტრი და მის თავზე დამაგრებულია გემის კიჩოს მსგავსი მეტალის გამოსახულება, რომლის წინაც დამაგრებულია გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს ქანდაკება, ხოოლო შიდა მხარეს დამაგრებულია დიდი სამამულო ომის I ხარისხის ორდენის მაკეტი. სტელის ძირში წყლის აუზია, რომლის ცენტრშიც დანტებულია მარადიული ცეცხლი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]