რობერ III დე ლა მარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრაფი რობერ III დე ლა მარკი, სენიორ დე ფლორანჟი (ფრანგ.: Robert III de La Marck, seigneur de Fleuranges) (* დაახ. 1490, სედანი; † 1537), საფრანგეთის მარშალი.

რობერ III გრაფ რობერ II დე ლა მარკის ვაჟი იყო. 1513 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნოვარასთან ბრძოლაში, რომელშიც მამამისი სიკვდილისაგან დაიხსნა. 1525 წელს პავიასთან ბრძოლაში იგი ტყვედ ჩავარდა, თუმც მალე გაათავისუფლეს და გამოჩენილი მამაცობისათვის 1526 წელს მარშლობა უბოძეს. რობერ III 1537 წელს გარდაიცვალა.

რობერ III-ეს ეკუთვნის ცნობილი მემუარები, რომლებიც აღწერენ ეპოქას 1419 წლიდან 1521 წლამდე. მემუარები პირველად 1753 წელს გამოიცა.