რიმაკი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 160 კმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ანდები |
| ჩაედინება | წყნარი ოკეანე |
| ქვეყნები | |
| ქალაქები | ლიმა |
რიმაკი — მდინარე დასავლეთ პერუში. წარმოადგენს სასმელი წყლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს ლიმისა და კალიაოს მეტროპოლიური არეალისათვის.
მდინარე წყნარი ოკეანის აუზს განეკუთვნება და მისი სიგრძე 160 კმ-ია. სათავეს იღებს ლიმის რეგიონის უაროჩირის პროვინციის მაღალმთიანეთში და ოკეანეს უერთდება კალიაოში, ხორხე ჩავესის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს.
სახელი რიმაკი კეჩუას სიტყვა rimaq-დან მომდინარეობს და „მოლაპარაკეს“ ნიშნავს,[1] რის გამოც მას ზედმეტსახელად ელ-რიო-აბლადორს ეძახიან (ესპ. El Río Hablador - მოლაპარაკე მდინარე)