რია-ნოვოსტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Rian logo.gif

„რია–ნოვოსტი“ . „ახალი ამბების“ რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო (რუს.სრული სახელწოდება Российское агентство международной информации «РИА Новости»). მთავარი ოფისი განლაგებულია ქ. მოსკოვში. დაარსდა 1941 წლის 24 ივლისს – საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმიდან ორი დღის შემდეგ შეიქმნა საბჭოთა საინფორმაციო ბიურო (Совинформбюро). მის ბაზაზე 1961 წელს დაარსდა „ახალი ამბების“ ბეჭდვითი სიტყვის სააგენტო (Агентство Печати «Новости» – АПН). 1990 წელს ეწოდა „ახალი ამბების“ საინფორმაციო სააგენტო (Информационное Агентство «Новости» – ИАН). 1991 წელს გარდაიქმნა „ახალი ამბების“ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოდ (Российское Информационное Агентство «Новости»).

სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, სერბულ, სპარსულ, არაბულ, იაპონურ და ჩინურ ენებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: