რველის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რველის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში, მდინარე ბანისხევისა და მდინარე მტკვრის შესაყარში. აღნიშნული ციხე წინაფეოდალური ხანის გორაზეა აღმართული, რაც ამ ციხის ძველი დროიდან დაწინაურების ნიშანი უნდა იყოს. რველის ციხე ბანისხევისა და მდინარე მტკვარს აყოლილი გზების ჩამკეტი იყო. ციხის ადრეული ნაწილი (შიდა ციხე) მოიცავს ტერიტორიას დაახლოებით 20×10 მ, სადაც 4-5 სათავსოს კვალი ჩანს. ყველზე მაღალ ადგილას ოთხკუთხა ფორმის კოშკია 8მ×5მ-ის ფართობის. კოშკისა და გალავნის წყობა ჰორიზონტალურია. ბერძენიშვილი დ. ფიქრობს, რომ რველის ციხის შესავალი უნდა ყოფილიყო ბანისხევი, ყვიბისისხევი და ზანავ-რველი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 25
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10, ახალციხე 2011
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ. 2013