რველის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რველის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ რველში, სამის ციხიდან დასავლეთით 2-3 კილომეტრის მოშორებით. აღნიშნული ეკლესია სოფელ რველის სასაფლაოზეა აღმართული. ეკლესიას ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ტაძრის ქვედა ნაწილი შედარებით დიდი ლოდებითაა ნაგები, ხოლო ზედა ნაწილი კი ქვიშა-ქვით. ეკლესიის მონახულების დროს, თავად ეკლესიაში ვნახეთ ქვის ჯვარი, რომელსაც მარჯვენა მხარე მოტეხილი აქვს. ეკლესია 1989 წელს ლევან ჩადუნელის თაოსნობით გადაუხურავთ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 27