რეინოს ფენომენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეინოს ფენომენი

რეინოს ფენომენი, იგივე რეინოს სინდრომი არის პერიოდული ვაზოსპაზმითა და კიდურების იშემიით გამოწვეული მდგომარეობა,რომელიც ვითარდება სიცივის ან ემოციური სტიმულის საპასუხოდ. სინდრომი იწვევს კიდურების ნაწილების დამახასიათებელ სამფაზიან ცვლილებებს(სიფითრე,სილურჯე და სიწითლე). ცვლილებები უპირატესად ვითარება მტევნის ან ტერფის თითებზე.

რეინოს ფენომენი შეიძლება იყოს პირველადი,როგორც დამოუკიდებელი დაავადება გაღიზიანების საპასუხოდ და მეორადი,რომელიც თან სდევს სხვა ძირითად დაავადებას. მეორადი რეინოს ფენომენი ძირითადად გვხვდება შემაერთებელქსოვილოვანი სისტემური დაავადების ფონზე.

დაავადებები,რომლებიც იწვევენ მეორად რეინოს ფენომენს
რევმატოლოგიური ჰემატოლოგიური ოკლუზიურ-არტერიული
სისტემური სკლეროზი ლეიკემია არტერიოსკლეროზი
შერეული შემაერთებელქსოვილოვანი დაავადება თრომბოციტოზი ბიურგერის დაავადება
სისტემური წითელი მგლურა ჰეპატიტები(B ; C) მაობლიტირებელი თრომბანგიტი
დერმატომიოზიტი ან პოლიმიოზიტი მიკოპლაზმური ინფექცია მაჯის არხის სინდრომი
რევმატოიდული ართრიტი პოლიციტემია ვერა თრომბოზები
შოგრენის სინდრომი გულმკერდის გასავლის სინდრომი
ვასკულიტები
რეინოს ფენომენის პირველი(სიფითრის)და მეორე სტადია(სილურჯის)

კვლევები აჩვენებს,რომ რეინოს ფენომენის სიმპტომები აღენიშნებათ მამაკაცთა 3-12,5%ს და ქალთა 6-20%ს.

სისხლძარღვთა შევიწვროვება რეინოს ფენომენის დროს

კლასიკური შეტევის დროს პირველ ეტაპზე თითები უეცრად ფითრდება, იღებს მოთეთრო ფერს.(მკვდარი თითის სტადია) მოგვიანებით,მეორე სტადიაში კი სიფერმკრთალე სილურჯეში გადადის(ციანოზი).შემდეგი ეტაპი მოლურჯო ფერიდან მოწითალოში გადასვლაა.დაავადების მძიმედ მიმდინარეობისას ვითარდება ბუშტუკები თითების კანზე, ჩნდება ნეკროზული უბნებიც.


ლიტერატურა:

Diagnosis and management of Raynaud’s phenomenon