რაღიბ ჰარუბი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაიხი რაღიბ ჰარუბი (راغب حرب რაღიბ ჰარუბ ან ჰარბ; დ. 1952 — გ. 16 თებერვალი, 1984), ლიბანელი შიიტი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

რაღიბ ჰარუბი დაიბადა 1952 წელს სამხრეთ ლიბანში, დაბა ჯიბუშითში. 1969 წელს იგი მიემგზავრება ბეირუთში სასულიერო განათლების მისაღებად. 1970 წელს იგი ტოვებს ბეირუთს და მიემგზავრება ნაჯაფში. 1974 წელს კვლავ ჯიბუშითში ბრუნდება და უძღვება ადგილობრივ მეჩეთს. დაბრუნებისთანავე იწყება სამოქალაქო ომი და შაიხი ჰარუბი აარსებს საიდა ზაინაბის სახელობის ობოლთა თავშესაფარს. 1978 წელს ის ასეთივე თავშესაფარს აარსებს აშ–შარქიათში, ჯიბუშითის მახლობელ დაბაში.

დაპირისპირება ისრაელთან[რედაქტირება]

1982 წელს ისრაელის არმია შეიჭრა სამხრეთ ლიბანში, საოკუპაციო ზონაში მოჰყვა ჯიბუშითიც. ისრაელის არმიის ადგილობრივი ხელმძღვანელობა კარგად ხედავდა, რომ შაიხის კეთილგანწყობას მათდამი დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო და დააპირეს მისი გადაბირება,[საჭიროებს წყაროს მითითებას] მაგრამ შაიხმა ჰარუბმა უარი თქვა მათთან საუბარზე და მოსთხოვა მეჩეთის დატოვება.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამის შემდეგ ისრაელის არმიისა და სამხრეთ ლიბანის არმიის მებრძოლები რამდენიმეჯერ შეიჭრნენ მის სახლში,[საჭიროებს წყაროს მითითებას] მაგრამ შაიხი რამდენიმეჯერ გადაურჩა დაპატიმრებას. საბოლოოდ, 1983 წლის 3 მარტს იგი დააპატიმრეს და წაიყვანეს ჯერ ადგილობრივ შტაბში, შემდეგ მახლობელ დაბა ზიბდანში, ხოლო რამდენიმე დღეში ტყვეთა ბანაკ ანსარში.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ამის გამო ჯიბუშითსა და მახლობელ დასახლებებში დაიწყო ხალხის გამოსვლები, გახშირდა თავდასხმები ისრაელისა და სამხრეთ ლიბანის არმიის წევრებზე, საგუშაგოებზე და ა.შ. დაახლოებით რვა თვის შემდეგ შაიხი ჰარუბი გაათავისუფლეს, მაგრამ 1984 წლის 16 თებერვალს იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოჰკლა ამჟამად დანიის ციხეში მყოფმა დან აბდულამ, რომელმაც დაადასტურა თავისი ქმედების ისრაელთან შეთანხმება და ასევე დაადასტურა მონაწილეობის მიღება შაიხ აბდულქარიმ ობაიდის მოტაცებაში[1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. დან აბდულა. TV2; დანია (2003-12-06).