ჟოჟონის კვირიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟოჟონის კვირიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ჟოჟონის ორ ნაწილს შუა, მთის თხემზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ტლანქად, ნატეხი ქვით. სწორკუთხა შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში, ზემოთ შევიწროვებული და ბრტყლად გადახურული სარკმელია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიშენებული. მსგავსი ნაგებობა დგას საკურთხევლის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეშიც. საკურთხევლის აღმოსავლეთი კედლის სამხრეთი ნაწილის ქვის თარო გასდევს. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა ნიშია.

ფასადები შელესილი და შეთეთრებულია. ორფერდა სახურავის კეხზე, აღმოსავლეთით, ქვის მასიური ჯვარი დგას. კედლები დასრულებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]