პუნტიუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პუნტიუსი

ალუბლისფერი პუნტიუსი (Puntius titteya)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  პუნტიუსი
ლათინური სახელი
Puntius (F. Hamilton, 1822)

პუნტიუსი[1] (ლათ. Puntius) — თევზების გვარი კობრისებრთა ოჯახისა. ადრე რამდენიმე სხვა გვართან ერთად ერთიანებოდა Barbus-ის გვარში. ულვაშები არ აქვთ. ბინადრობენ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის წყალსატევებში. ძალიან მოძრავი თევზებია. 8–12 თვის ასაკში იწყებენ გამრავლებას. უმრავლესობა 3–4 წელს ცოცხლობს. ზოგი სახეობა აკვარიუმებში ჰყავთ.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გოგმაჩაძე თ., თევზების ნომენკლატურა : ლექსიკონი, ბათუმი: გამომც. „აჭარა“, 2018. — გვ. 257, ISBN 978-9941-460-45-6.
  2. Решетников Ю. С. Пунтиусы // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 748.