პულპა (კბილისა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პულპა (ლათ. pulpa) — კბილის გვირგვინისა და ფესვის ღრუში არსებული სირბილე; შედგება შემაერთებელი ქსოვილისაგან. უზრუნველყოფს კბილის კვებასა და ზრდას. პულპის სისხლის მიმოქცევა და ინერვაცია ხორციელდება კბილის არტერიებისა და ვენულების, ასევე შესაბამისი ნერვული არტერიებისა და ყბის ნერვების საშუალებით. კბილის ფესვის არხის აპიკური ნაპრალით კბილის ღრუს შიგნით ნერვების კონა მცირე კაპილარებად იყოფა. პულპა ხელს უწყობს რეგენერაციული პროცესების სტიმულაციას.

ლიტერატურა[რედაქტირება]