პრეზიდენტის დღე (აშშ)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დღესასწაულის პოსტერი 1890-იან წლებში

პრეზიდენტის დღე — ფედერალური დღესასწაული და უქმე დღე აშშ-ში. აგრეთვე ცნობილია, როგორც ჯორჯ ვაშინგტონის დაბადების დღე. დღესასწაული ყოველ წელს თებერვლის მესამე ორშაბათს აღინიშნება. თავდაპირველად ის ჯორჯ ვაშინგტონის ნამდვილ დაბადების დღეს, 22 თებერვალს აღინიშნებოდა. დღესასწაული აგრეთვე უკავშირდება აბრაამ ლინკოლნს, რომელიც აგრეთვე თებერვალშია დაბადებული.

პრეზიდენტის დღე არის აგრეთვე შტატების დღესასწაული, მაგრამ სხვადასხვა შტატში ის სხვადასხვა სახელწოდებით აღინიშნება: პრეზიდენტის დღე, ვაშინგტონისა და ლინკოლნის დღე. ზოგიერთი შტატი ამას ღნიშნავს, როგორც ვაშინგტონისა და ჯეფერსონის დღეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]