პორტ დე ჰალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მეტროსადგური

პორტ დე ჰალი (ფრანგ. Porte de Hal) ან ჰალეპორტი (ნიდერლ. Hallepoort) — მეტროსადგური და მიწისქვეშა ტრამვაი ბრიუსელში. სადგური განთავსებულია ქალაქის კარიბჭე ჰალესთან, სახელწოდებაც აქედან მოდის.

ჰალეპორტი ფაქტობრივად ორი სადგურისგან შედგება, რომლებიც განსხვავებულ დონეზე მდებარეობენ: მეტროსადგური (ხაზი 2) და მიწისქვეშა ტრამვაის სადგური (მარშრუტები 3, 23, 55). მეტროსადგური უფრო ქვემოთ არის განთავსებული, ვიდრე მიწისქვეშა ტრამვაის გაჩერება.

მეტროსადგური 1988 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა, მიწისქვეშა ტრამვაის სადგური კი — 1992 წლის 3 დეკემბერს. ორივე სადგურს გვერდითი პლატფორმები აქვს.

მიწისქვეშა ტრამვაის სადგური Le Passage inconnu ნამუშევრებით არის შემკული, რაც ბელგიური გრაფიკული რომანების (კომიქსების) Cités obscures მოტივებზეა შექმნილი. Le Passage inconnu წარმოადგენს სადგურის კედლიდან „გამავალი“ მოძველებული ტრამვაის მაკეტს.

მომავალში მიწისქვეშა ტრამვაის ხაზი შეიძლება სრულფასოვან მეტროდ გადაკეთდეს.

55 მარშრუტის ტრამვაი სადგურზე

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]