პორტალი:მართლმადიდებლობა/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მართლმადიდებლობა - ქრისტიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. სახელი დაერქვა 1054 წ. შემდგომ, ქრისტიანული ეკლესიის ფორმალურად ორად გათიშვის შედეგად, როდესაც რომის ეკლესია რიგ თეოლოგიურ საკითხებში უთანხმოების გამო გამოეყო პენტარქიას (ეკლესიათა ხუთეულს) - იერუსალემის ეკლესიას, ალექსანდრიის ეკლესიას, კონსტანტინოპოლის ეკლესიას და ანტიოქიის ეკლესიას. რომის ეკლესიას ეწოდა კათოლიკური; ხოლო დანარჩენი ოთხი ეკლესია განისაზღვრა, როგორც მართლმადიდებლური. (…სრულად)