პორტალი:მართლმადიდებლობა/რჩეული სტატია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანტიოქიის მართლამდიდებელი ეკლესიის გერბი

ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია (ოფიციალური სახელწოდება ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის რომაული მართლმადიდებლური პატრიარქატი) – უძველესი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც უკავია მესამე ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიფტიქში, ერთ–ერთია ოთხი უძველესი აღმოსავლური ეკლესიიდან . თქმულების მიხედვით დაარსებულია დაახლოებით 37 წელს ანტიოქიაში პეტრე და პავლე მოციქულების მიერ.

ანტიოქიის ეკლესიის ფუძემდებლებად ითვლებიან პეტრე და პავლე მოციქულები,რაზეც მიუთიტებს არაერთი საეკლესიომწერალი (ევსები კესარიელი, ნეტარი იერონიმი, წმინდა ლევ I დიდი...). მალევე ეკლესია შედის ქრსტიანების დევნის ეპოქაში, რომელიც გრძელდება 324 წლამდე,მანამ სანამ იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ღიად არ დაიწყო ქრისტიანების მფარველობა.


ეკლესიის წინამძღვარი 1979 წლიდან არის უნატერესი ეგნატე IV, სრული ტიტული ანტიოქიის პატრიარქისა:უნეტარესი პატრიარქი, დიდი ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა,მესოპოტამიისა და მთელი აღმოსავლეთისა. რეზიდენცია დამასკოში. ღვთისმსახურება მიმდინარეობს ბერძნულ და არაბულ ენებზე... (...სრულად)