პორტალი:კულტურა/რჩეული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუზეუმის ფასადის დეტალი
მუზეუმის ფასადის დეტალი

ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბილბაოში, ბასკეთი, ესპანეთი. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან.

შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი დეკონსტრუქტივიზმის სტილში. მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან.