პორტალი:ესპანეთი/რჩეული ბიოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტონიო გაუდი ი კორნეტი (Antoni Gaudí i Cornet; დ. 25 ივნისი, 1852, რეესი, ტარაგონის მახლობლად ― გ. 10 ივნისი, 1926, ბარსელონა), კატალონიელი არქიტექტორი, ცნობილი მისი უნიკალური სტილითა და ზედმიწევნით ინდივიდუალისტური პროექტებით.

გაუდი დაიბადა ტარაგონას რეგიონში, კატალონია, 1852 წელს. ზუსტი დაბადების ადგილი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაბადებიდან მეორე დღეს ქალაქ რეუსში მონათლეს. მისი მშობლები ფრანსესკ გაუდი სერა და ანტონია კორნეტ ბერტრანი ლითონის მჭედლების ოჯახებიდან იყვნენ წარმოშობით.

ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი გაუდი ბავშვობაში თანატოლებთან თამაშს გაურბოდა იშიაზის გამო (ზოგიერთი ცნობით ხელის კიდურების ართრიტი ჰქონდა და თამაში არ შეეძლო). ავადმყოფობის გამო ფეხით იშვიათად დადიოდა და სახლიდან გასვლისას ვირით მგზავრობდა ხოლმე. შინ ხშირად ყოფნის გამო გაჩენილ თავისუფალ დროს ბუნებაზე დაკვირვებას უთმობდა. სწორედ ამ ფაქტს მიაწერენ მის მკვეთრად ჩამოყალიბებულ ბუნების დაკვირვებისა და ანალიზის უნარს. ვრცლად...