პორტალი:გველები/იცოდით, რომ/არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • აფრიკის ზოგიერთ ქვეყნებში პითონები წმინდა ცხოველებად მიიჩნევიან. მათთვის აგებენ სპეციალურ ტაძრებს, სადაც თაყვანს სცემენ მათ. (აღსანიშნავია იეროგლიფური პითონი). ზოგიერთ კულტურაში გველების სახლში წაყვანა და ახლომდებარე ხეზე დასმა ბედნიერების მომტანად ითვლება.
  • გველების გარკვეული კატეგორია, თავდაცვის მიზნით, საფრთხის შემთხვევაში თავს იმკვდარუნებს - ამოტრიალდება მუცელზე, ენას გარეთ გადმოაგდებს, მუცელს იკუმშავს... ყოველივე ამის დიდოსტატია აფრიკული საყელოიანი კობრა (Hemachatus haemachatus). მსგავსი თვისება ახასიათებს საქართველოში გავრცელებულ ჩვეულებრივ ანკარასაც.
  • მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კლეოპატრა ეგვიპტური კობრას შხამმა მოკლა.
  • რქოსანი გველგესლა - (Cerastes cerastes) დაეხმარათ ეგვიპტელებს იეროგლიფი ფი-ს შექმნაში.
  • მსოფლიო მითოლოგიასა და რელიგიაში გველის კულტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მესოამერიკის ცივილიზაციათა მითოლოგიაში ფრთოსანი გველის კულტს მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა. მას ეთაყვანებოდნენ - ტოლტეკები, აცტეკები, მიშტეკები, ტეოტიჰუაკანის მკვიდრნი, მაიას ხალხი და ოლმეკებიც კი. ფრთოსან გველს აცტეკისა და ტეოტიჰუაკანის ცივილიზაცია - კეცალკოატლს (Quetzalcoatl) უწოდებდა, მაია - კუკულკანს (”იუკატანის მაია”) და გუკუმაცს.