პორტალი:ახალი ამბები/2010 დეკემბერი 11

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე მოვლენები 11 დეკემბერი, 2010 (2010-12-11) (შაბათი)
  • ავსტრიაში დააპატიმრეს ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივო სანადერი. ავსტრიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა ზალცბურგის რაიონში სანადერის დაკავების თაობაზე. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, ხორვატიამ გასცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაპატიმრების ორდერი, კორუფციაში ბრალდების საფუძველზე. სანადერი 2003-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა მთავრობის მუშაობას. (რადიო თავისუფლება)
  • პაკისტანში თვითმკვლელი თავდამსხმელი ასაფეთქებელი მოწყობილობებით დატვირთული ტრაქტორით დაეჯახა საავადმყოფოს ქალაქ ჰანგუში, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა. იერიში, სავარაუდოდ, შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ იყო მიმართული. ოფიციალური პირების ცნობით, შიიტები საავადმყოფოს ერთ-ერთ დარბაზში ლოცულობდნენ, როცა აფეთქება მოხდა. საავადმყოფო, იქვე მდებარე სემინარიასთან ერთად, ეკუთვნის შიიტი მაჰმადიანების კერძო ფონდს. იქვეა მეჩეთიც, რომელიც იერიშის შედეგად დაზიანდა. (რადიო თავისუფლება)