პოლ უოკერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლ უოკერი
PaulWalkerEdit-1.jpg
დაბ. სახელი პოლ უილიამ უოკერ IV
დაბ. ადგილი გრენდეილი, კალიფორნია, აშშ
დაბ. თარიღი 12 სექტემბერი, 1973
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი, 2013
სანტა-კლარიტა, კალიფორნია, აშშ
საქმიანობა მსახიობი
წლები 1985–2013
შვილები 1
ავტოავარია, რომლის დროსაც გარდაიცვალა მსახიობი პოლ უოკერი

პოლ უილიამ უოკერ IV (ინგლ. Paul William Walker IV; დ. 12 სექტემბერი, 1973 — გ. 30 ნოემბერი, 2013) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილი გახდა ბრაიან ო'კონერის როლის შესრულებით „ფორსაჟის“ ფილმების სერიაში. გარდაიცვალა 2013 წლის 30 ნოემბერს, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-კლარიტაში, ავტო-კატასტროფაში[1].

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1997 სტუდენტური გუნდი Varsity Blues ლანს ჰარბორი
1999 დანგრეული სასახლე Brokedown Palace ჯეისონი
2005 სიღრმეში Into the Blue ჯერედ კოული
2006 ჩვენი მამების დროშები Flags of Our Fathers ჰენკ ჰანსენი

გარდაცვალება[რედაქტირება]

2013 წლის 30 ნოემბერს ზუსტად ადგილობრივი დროით 15:30-ზე, უოკერი და მისი მეგობარი როჯერ როდასი[2] საქველმოქმედო ფონდ „Reach Out Worldwide“-ის, ტაიფუნ ჰაიანის მსხველპლთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე მივიდნენ[3][4]. ისინი მალევე წამოვიდნენ ღონისძიებიდან წითელი „Porsche Carrera GT“-თი რომელიც როდასს ეკუთვნოდა. გზაზე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ღამის განათების ბოძსა და გვერდზე მდგომ ხეს დაეჯახა, ვალენსიაში, მანქანა მაშინვე აალდა[5][3][6][7]. ლოს-ანჯელესის შერიფის განყოფილებამ განაცხადა, რომ ორივე შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. ავტო-კატასტროფის მიზეზად მაღალი სიჩქარე სახელდება[5][8]. ასევე შემთხვევის ადგილისაკენ მიმავალი გზის 8 მონაკვეთზე აღინიშნება დამწვარი რეზინისა და ე.წ. „ფუნთუშის“ („წრეზე დრიფტი“) კვალი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. მსახიობი პოლ უოკერი 40 წლის ასაკში ავტოავარიაში დაიღუპა. palitratv
  2. Paul Walker Friend Roger Rodas Bio (December2013). წაკითხვის თარიღი: 2013-11-15.
  3. 3.0 3.1 3.2 Duke, Alan; Sutton, Joe. 'Fast & Furious' star Paul Walker killed in car crash. CNN (2013-12-01). წაკითხვის თარიღი: 2013-12-01.
  4. 'Fast and Furious' star Paul Walker dies in Valencia car crash, publicist says“, ABC News, November 30, 2013. წაკითხვის თარიღი: 2013-11-30. 
  5. 5.0 5.1 Publicist: Fast & Furious Actor Paul Walker Dies in Car Crash“, TIME, 30 November 2013. წაკითხვის თარიღი: 2013-11-30. 
  6. Schabner, Dean (November 30, 2013). 'Fast and Furious' Star Paul Walker Killed in Crash". ABC News.
  7. Joel Landau. (2013-11-30)Paul Walker dead at 40: 'Fast and Furious' star killed in fiery car crash. NY Daily News. წაკითხვის თარიღი: 2013-11-30.
  8. Fast & Furious actor Paul Walker dies in California car crash“, BBC News US & Canada, BBC News, 1 December 2013. წაკითხვის თარიღი: 2013-12-01.