პოდოლსკის მაღლობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოდოლსკის მაღლობი

პოდოლსკის მაღლობი — მაღლობი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში. მაღლობი გადაჭიმულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. სიმაღლე ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში 380-320 მ, ხოლო სამღრეთ-აღმოსავლეთში 220-130 მ. უმაღლესი მწვერვალია - მთა კამპულა (471 მ). ვოლინსკის მაღლობთან ერთად ქმნის ვოლინ-პოდოლსკის მაღლობს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

პოდოლსკის მაღლობი მდებარეობს მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპიროზე: ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, ივანო-ფრანკოვსკის, ვინიცისა და ნაწილობრივ ოდესის ოლქებში. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება დნეპრისპირეთის მაღლობი, საზღვარი გადის მდინარე სამხრეთი ბუგის ხეობაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]