პლატიოფსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პლატიოფსი (ლათ. Platyops), ნამარხი ამფიბიების გვარი ლაბირინთოდონტების ზერიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1 მ აღწევდა. ჰქონდათ სამკუთხა ფორმის ქალა, სახის ნაწილი წაგრძელებული და ვიწრო. ყბების გაგანიერებულ წინა ბოლოზე 10-მდე დიდი კბილი იყო განლაგებული, ნესტოები თვალბუდეებისაკენ გადანაცვლებული, უკანა კიდურები წინაზე გრძელი იყო, მუცელი ერთმანეთზე კრამიტისებურად დაწყობილი ოვალური ქერცლების ჯავშნით ჰქონდა დაფარული. ბინადრობდნენ მტკნარ წყალსატევებში. იკვებებოდნენ თევზით. ცხოვრობდნენ გვიანდელ პერმულ ეპოქაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მჭედლიძე გ., ქსე, ტ. 8, გვ. 103, თბ., 1984