პიტირიმ სოროკინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტირიმ სოროკინი

პიტირიმ სოროკინი (დ. 23 იანვარი, 1889, სოფ. ტურია, ვოლოგდის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 11 იანვარი, 1968, უინჩესტერი, მასაჩუსეტსი, აშშ) — რუს–ამერიკელი სოციოლოგი. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1922 წელს დატოვა რუსეთი და გამეგზავრა ჯერ ბერლინში, შემდეგ პრაღაში, 1923 წლიდან კი დამკვიდრდა აშშ–ში.

1937–1941 წლებში გამოვიდა სოციოლოგიის ისტორიაში უპრეცენდენტო მოცულობის ნაშრომი — პიტირიმ სოროკინის სოციოკულტურული დინამიკა ოთხ ტომად. ავტორმა მაშინვე ჩაიფიქრა და მოგვიანებით განახორციელა ოთხტომეულის შემოკლებული ვერსია, რომელიც მის ყველაზე პოპულარულ ნაშრომად იქცა, სათაურით, ჩვენი დროის კრიზისი. შინაარსობრივად იგი წარმოადგენს „სოციოკულტურული დინამიკის“ პირველ ორ ტომს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]