აჯანყებული ანგელოზების დაცემა (ბრეიგელი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აჯანყებული ანგელოზების დაცემა
De val der opstandige engelen
ავტორი პიტერ ბრეიგელ უფროსი
წელი 1562
კატალოგი 39
ტიპი ზეთით შესრულებული
სიმაღლე 117 სმ
სიგანე 162 სმ
ქალაქი ბრიუსელი
მუზეუმი ბრიუსელის ეროვნული სახვითი ხელოვნების მუზეუმი

აჯანყებული ანგელოზების დაცემა (ნიდერლ. De val der opstandige engelen) 一 პიტერ ბრეიგელ უფროსის ზეთით შესრულებული ნახატი, რომელიც 1562 წლით თარიღდება. ამჟამად, ნახატის ორიგინალი ბელგიის ეროვნული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ინახება. სიუჟეტი ასახავს ლუციფერის დაცემასა და განდევნას სამოთხიდან, სხვა დაცემულ ანგელოზებთან ერთად - ისინი ცვივა მზიდან იმ მახინჯი არსებების სახით, რომლებიც ბრეიგელმა თავად შექმნა.[1] ცნობილია, რომ გარკვეულ პერიოდამდე ბრეიგელის ეს ნახატი აღიქმებოდა, როგორც იერონიმუს ბოსხის შემოქმედების ნაყოფი, ხანდახან კი მას ავტორის შვილის - პიტერ ბრეიგელ უმცროსი - სახელსაც მიაწერდნენ ხოლმე.[2] ბრეიგელზე, ამ ნაწარმოების შექმნისთვის, გავლენა იქონიეს ისეთმა მხატვრებმა, როგორებიც არიან ალბრეხტ დიურერი, იერონიმუს ბოსხი და ფრანს ფლორისი, იმ არსებათა შექმნაში კი, რომელთაც აღნიშნულ ნახატზე ვაწყდებით, მას საკუთარი შემოქმედების ადრეული ნამუშევრებიც დაეხმარა.[3]

ნახატზე ასახულია ზეციდან აჯანყებული ანგელოზების გაძევების სცენა, რაც პირდაპირ მინიშნებაა გამოცხადების XII თავზე. ღმერთის წინააღმდეგ აჯანყებული ანგელოზები ჯოჯოხეთში იყრებიან. ამ შემთხვევაში, ზეცა გამოსახულია, როგორც თეთრი წრე, ნახატის ზემო, ცენტრალურ ნაწილში. ნახატის ქვედა ნაწილში გამოსახულია შიშველი ფიგურები, რომლებიც ერთდროულად ცხოველისა და ადამიანის სხეულის ნაწილებს შეიცავენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • “Bible Gateway Passage: Revelation 12 - New International Version.” Bible Gateway.
  • Koerner, Joseph Leo, Bosch and Bruegel from Enemy Painting to Everyday Life. 57. Vol. 57. Princeton, Washington: Princeton University Press, 2016.
  • Kosloski, Phillip. "Why Did Satan Rebel Against God?". Aleteia.
  • Meganck, Tine Luk. Pieter Bruegel the Elder. Fall of Rebel Angels. Art, Knowledge, and Politics on the Eve of the Dutch Revolt. Royal Museums of Fine Arts of Belgium, 2014.
  • Orenstein, Nadine. Metropolitan Museum of Art, and Museum Boijmans Van Beuningen. Pieter Bruegel the Elder: Drawings and Prints. New York : New Haven: Metropolitan Museum of Art; Yale University Press, 2001.
  • Seidel, Max, Roger H. Marijnissen, Pieter Bruegel, and Max Seidel. Bruegel. Stuttgart: Belser, 1969.
  • Stechow, Wolfgang. Pieter Bruegel the Elder. New York: Harry N. Abrams, 1990.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Silvana Editoriale & Royal Museums of Fine Arts of Belgium. Pieter Bruegel the Elder, Fall of the Rebel Angels : Art, Knowledge and Politics on the Eve of the Dutch Revolt.
  2. https://artsandculture.google.com/story/9gXx-oPTgMeLKg
  3. Stechow, Wolfgang. Bruegel, გვ. 65.