პიოტრ ლუჟინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პიოტრ პეტრეს ძე ლუჟინიფიოდორ დოსტოევსკის 1866 წელს გამოქვეყნებული რომანის, „დანაშაული და სასჯელის“ ერთ-ერთი პერსონაჟი. ლუჟინი 45 წლის ადვოკატია, რომელიც სასამართლოში მუშაობს და გადაწყვეტილი აქვს ცოლად შეირთოს როდიონ რასკოლნიკოვის და, დუნია. წერილში რომელიც რასკოლნიკოვმა დედას გაუგზავნა, როდიამ ამოიკითხა იმის ნიშნები რომ ლუჟინის მხრიდან მისი დის ცოლად შერთვის მიზანი ქალზე მისი სიღარიბის გამო ბატონყმური უპირატესობის გამოკვეთის მცდელობა იყო. ლუჟინისა და რასკოლნიკოვის პირველი შეხვედრა (რომლის დროსაც რასკოლნიკოვი ლოგინად მყოფი ავადმყოფია) დაპირსპირებით და ლუჟინის ბინიდან გაძევებით დასრულდება. ამის შემდგომ ლუჟინი რასკოლნიკოვის შესახებ ცილისმწამებლურ წერილს წერს რომელსაც დუნიას და დედამისს უგზავნის. ლუჟინის სურვილია მათი მეორე შეხვედრა როდიას გარეშე გაიმართოს, მაგრამ დის მოთხოვნით ამ შეხვედრას რასკოლნიკოვიც ესწრება. ყველაფერი კვლავ დაპირსპირებით სრულდება, ხოლო დუნია ლუჟინს ცოლობაზე საბოლოოდ უარს ეუბნება. ამის შემდგომ ლუჟინი ფარულად ჩაუდებს ჯიბეში ას მანეთს სონია მარმელადოვას, რათა ამით შური იძიოს რასკოლნიკოვზე, თუმცა მოწყობილი სკანდალის შემდეგ ლუჟინს სიცურეში აგრეთვე მის ბინაში მცხოვრები ლებეზნიატიკოვი ამხელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „დანაშაული და სასჯელი“ – ფიოდორ დოსტოევსკი - [პალიტრა L, 2017]. - ISBN 9789941325816;