პინ-ინი
ვიკიპედიიდან
პინ-ინი არის შემოკლებული სახელ-ფორმა სპეციალური სადამწერლობო სისტემისა, რომელსაც ჩინურად ეწოდება (漢語拼音方案 / 汉语拼音方案 Hànyǔ Pīnyīn Fāng'àn) „ბგერათა ფიქსაციის პროგრამა ჩინურში“). უფრო გავრცელებულია შემოკლებული სახელწოდება პინ-ინი, თუმცა „ტონგ-ჲონგ პინ-ინისაგან“ განსასხვავებლად ჰანჲუი პინ-ინსაც ამბობენ ან გამოიყენებენ.
ჰანჲუი პინ-ინი წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მიღებულ ოფიციალურ რომანიზებულ სტანდარტს ჩინური სალიტერატურო ენისა. ჩინური ენის ფონეტიკური ტრანსლიტერაცია ლათინური ანბანის საფუძველზე დაადგინა ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ 1956 წლის 6 თებერვალს და ოფიციალურად 1957 წელს მიიღო, რითაც გაუქმდა 1921 წელს შემოღებული არალათინური, ჯუჲინის ტრანსლიტერაცია. ამავდროულად ოფიციალურად გამოცხადდა გამარტივებული სადამწერლობო სისტემა მთელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
ჰანჲუი პინ-ინის ტრანსლიტერაცია ეფუძნება სალიტერატურო ჩინური ენის (პუტონღუა, ან ფუთუნხუა) წარმოთქმით ნორმებს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Yǐn Bīnyōng 尹斌庸, Mary Felley [Fù Mànlì 傅曼丽]: Chinese romanization. Pronunciation and Orthography / Hànyǔ Pīnyīn hé zhèngcífǎ 汉语拼音和正词法; Beijing: Sinolingua, 1990; ISBN 7-80052-148-6 / ISBN 0-8351-1930-0 (წიგნის ავტორი თავად იღებდა მონაწილეობას როგორც ერთ–ერთი წამყვანი სპეციალისტი პინ–ინის შემუშავებასა და დადგენაში)
- Reiner Stoppok: Pinyin-Schreibung. Rechtschreibung der amtlichen chinesischen Latein-Umschrift. Regeln und Beispiele; Reihe Sinica Bd. 11; Dülmen: Europäischer Universitätsverlag, 20032; ISBN 9783932329197
- Klaus Kaden: Die wichtigsten Transkriptionssysteme für die chinesische Sprache. Eine Einführung zum Selbststudium; Leipzig: VEB Verlag Enzyklopädie, 1975 (სხვა სისტემებთან შესადარებლად)
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Little Pinyin App 1.0 online
- New Edition Hanyu Pinyin Syllable Table
- (ინგლისური) Pinyin Bible
- (ინგლისური)Read/Write using Unicode
- (ინგლისური)Tongyong and Hanyu Pinyin
- (ინგლისური)Hanyu Pinyin Information
- (ინგლისური) Zhuyin->Wade-Giles->Pinyin->Word List
- (ინგლისური)English Wiktionary - Useful resource for identifying Chinese characters (copy and paste individual characters into "search" box)
- (ინგლისური) Wiktionary:Pinyin index
- (ინგლისური)U.S. Library of Congress conversion page
- (ინგლისური) Comprehensive explanation of Pinyin

