პეშვა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პეშვა (მარათჰულად – पेशवे) — ინდური ტიტული, თანამედროვე პრემიერ-მინისტრის ეკვივალენტი მარატჰებში. სიტყვა „პეშვა” მომდინარეობს სპარსული სიტყვიდან და ცნობილია 1152 წლიდან. იგი შემოღებულ იქნა XVII საუკუნეში იმპერატორ შივაჯის მიერ, როგორც თანამდებობა. XVIII საუკუნიდან პეშვა ბალაჯი ვისვანატჰას დროიდან თანამდებობა გახდა მემკვიდრეობითი და ფაქტიურად აღნიშნავდა ქვეყნის უმაღლეს მმართველს. პირველი პეშვა იყო ბრაჰმანი მოროპანტ ტრიმპაკ პინგლი. თანამდებობა გაუქმებულ იქნა 1818 წელს ინგლისელთა მიერ მარატჰას დაპყრობის შემდეგ. უკანასკნელი პეშვა ბაჯი რაო II (მმართველი 1796-1818 წწ.), ხელისუფლების დაშლის შემდეგ ინგლისელთაგან იღებდა ყოველწლიურ პენსიას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- Пешва — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან