პეტრე გელათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პეტრე გელათელიXII საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფი. მოღვაწეობდა გელათში. მისი ნაწერებიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ორი იამბიკო. ერთში შექებულია იოანე პეტრიწი, მეორეში — „კლემაქსის“ ავტორი იოანე სინელი. იამბიკოები ჩართულია „კლემაქსის“ პეტრიწისეულ პროზაულ თარგმანში (XIII საუკუნის ხელნაწერი A-39 - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი). ანტონ I კათოლიკოსის აზრით, „სტიხნი პეტრესნი“ ჰგვანან იეზეკიელის, იოანე ფილოსოფოსის და ეფრემ ქართველთა მნათობის ლექსებს „და ესეც კმა ქებადო“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]