პერიკლე არგიროპულო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პერიკლე ემანუილის ძე არგიროპულო (დ. 12 ივლისი/24 ივლისი, 1839 — გ. 18 დეკემბერი/30 დეკემბერი, 1862), რუსი რევოლუციონერი, წარმოშობით ბერძენი.

1859 წლიდან „ყაზანის სტუდენტთა ბიბლიოთკის“ წრის მონაწილე. 1860-1861 წლებში პ. ზაიჩნევკისთან ერთად ხელმძღვანელობდა სტუდენტთა წრეს, რომელიც თარგმნიდა და ავრცელებდა აკრძალულ წიგნებს (ლ. ფოიერბახს, ა. გერცენს, ნ. ოგარიოვს და სხვა), მასწავლებლობდა საკვირაო სკოლებში, სადაც ეწეოდა რევოლუციურ პროპაგანდას. 1861 წლის 22 ივნისს დააპატიმრეს, დაკითხვებზე არ დაფარა თავისი შეხედულებები. გარდაიცვალა განაჩენის გამოცხადებამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 556, თბ., 1975