პეკინური იხვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პეკინური იხვი, სახორცე მიმართულების იხვის ჯიში. გამოყვანილია ჩინეთში. თეთრადაა შებუმბვლილი; ოდნავ დაკრავს კრემისფერი. მამალი პეკინური იხვის მასა დაახლოებით 4 კგ, დედლისა 3,5 კგ. 50-60 დღის იხვის ჭუჭულის მასა 2,2-2,5 კგ აღწევს, გემრიელი ხორცი აქვს. მეკვერცულობა წელიწადში 130-150 კვერცხია. ამრავლებენ ბევრ ქვეყანაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 13, თბ., 1984