პა-დე-დე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პა-დე-დე (ფრანგ. pas de deux - ორთა ცეკვა <pas - ნაბიჯი, ცეკვა და deux - ორი) — ბალეტის ერთ-ერთი ძირითადი მუსიკალურ-საცეკვაო ფორმა. შედგება ადაჯიოს (წყვილთა ლირიკული ნაწილი), ალეგროსა (2 ვარიაცია, მოცეკვავე ქალისა და მოცეკვავე მამაკაცის სოლო ცეკვა) და კოდასაგან (შეერთებული დასკვნითი ნაწილი)).

საუკეთესო ნიმუშები გვხვდება პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტებში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 7, გვ. 631, თბ., 1984.