პატუმი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
პატუმი (Patum de Berga) – ყოველწლიური პოპულარული დღესასწაული. აღნიშნავენ კატალონიის ქალაქ ბერგაში. დღესასწაულზე მიმდინარეობს მისტიკურ და სიმბოლურ ფიგურებში ჩაცმული ადამიანების ცეკვა დიდი ბარაბნების ხმაურის ფონზე. 1983 წელს შეიტანეს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.