პატარა ჯიხაიშის მაცხოვრის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პატარა ჯიხაიშის მაცხოვრის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში. აგებულია XX–XXI საუკუნეებში.

ძეგლი მდებარეობს სოფლის სასაფლაოზე და წარმოადგენს დიდ დარბაზულ ეკლესიას დასავლეთის სამრეკლოთი. ეკლესია ბერძენი ოსტატის მიერაა აშენებული. დასავლეთ კარის თავზე მოთავსებულია ბერძნული წარწერა. სამრეკლო ორსართულიანია. პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. ორივე სართული თაღებითაა გახსნილი. გუმბათი მონგრეულია. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით. მისი შიდა ფორმა იმეორებს აბსიდის გარეთა მოყვანილობას. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან სამთაღოვანი კანკელითაა გამოყოფილი. აბსიდში სამი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.საკურთხეველს აქვს სოლეა. დარბაზის სამივე კარი გარედან არქიტრავული, შიგნიდან თაღოვანი. კედლებს შიგნიდან ეტყობა შელესილობის კვალი. ძეგლი სხვა რაიმე თავისებურებებით არ გამოირჩევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9716