პარაცენტეზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარაცენტეზი – (ბერძ. parakentesis – გვერდიდან ჩხვლეტა) ორგანიზმის რაიმე ღრუს პუნქციაა, რომლის საშულებითაც მისგან პათოლოგიური შიგთავსი ამოაქვთ. პარაცენტეზს ყველაზე ხშირად მუცლის ღრუსა და გულმკერდის ღრუში აკეთბენ.

დახასიათება[რედაქტირება]

პარაცენტეზი უსაფრთხო მანიპულაციაა, თუმცა ინფექციის განვითარების ძალიან მცირე რისკებიც არსებობს , რომელიც შესაძლოა გადაჭარბებულმა სისხლდენამ და პერფორაციამ გამოიწვიოს. ულტრაბგერის აპარატის მეთვალყურეობის ქვეშ ეს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. პარაცენტეზის პროცედურა ხშირად ექიმის კაბინეტში ან კლინიკაში ტარდება და პროცედურა საერთოდ არ არის მტკივნეული.

წყარო[რედაქტირება]

სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ავტორები: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია.