ბოდვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ბოდვა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბოდვა (მრავალმნიშვნელოვანი).
ბოდვა
ICD-10 F22.
ICD-9 297
MeSH D003702

ბოდვა — ავადმყოფური იდეები და წარმოდგენები, რომლებიც არ შეესატყვისება რეალურ სინამდვილეს, და რომელთაგანაც ავადმყოფის გადარწმუნება შეუძლებელია. საფუძვლად უდევს ნერვული მოქმედების დარღვევა.

განარჩევენ ბოდვას დარღვეული ცნობიერების დროს, რომელიც გვხვდება ინფექციური დაავადების განვითარების უმაღლეს სტადიაზე, აგრეთვე შხამებით და ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევებში, ბოდვას ნათელი ცნობიერების დროს. უკანასკნელი უფრო თანამიმდევრული და მყარია. ჩვეულებრივ ახლავს ფსიქიკურ დაავადებებს - შიზოფრენიას, ინვოლუციურ ფსიქოზს, ფსიქოგენურ რეაქციებს და სხვა. ბოდვითი იდეები მთლიანად იპყრობს პიროვნებას, ვერავითარი ფაქტი და არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ავადმყოფს მისი აზრების მცდარობაში. ბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.

გუნებ-განწყობილების მიხედვით ბოდვა დეპრესიული ან ექსპანსიურია. სტრუქტურის მიხედვით - სისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კი - დევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების გამოგონების და სხვა.

ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი არსებითი ნიშანია და მისი უკუგანვითარება ავადმყოფური მდგომარეობის საერთო გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბოდვა&oldid=2357610“-დან