პანთეონი ქართული თეატრისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„პანთეონი ქართული თეატრისა“ — პიესების ალმანახი. გამოვიდა 1894 წელს თბილისში (მხოლოდ ერთი წიგნი), ვასო აბაშიძის რედაქციით. კრებულში მოთავსებულია რ. ერისთავის, ზ. ზიქოიანის, ნ. ყიფიანის მიერ გადმოკეთებული და თარგმნილი ვოდევილები:„იჭვიანი“, „ბნელ ოტახში“, „ახირებულია“. პიესებს ახლავს რეკვიზიტის ნუსხა, მითითებულია ქართულ სცენაზე მათი პირველი დადგმის თარიღი აქვეა ცენზურის მიერ დასადგმელად ნება-დართული პიესების კატალოგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]