პაგონატის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პაგონატის სახლი
რუს. Дом Пагоната
კოორდინატები 47°12′48″N 38°56′09″E / 47.21325° ჩ. გ. 38.93572° ა. გ. / 47.21325; 38.93572
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი მაკედონსკი
დასრულების თარიღი 1860-იანი წლები

პაგონატის სახლი (რუს. Дом Пагоната) — ძველი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში. სახლი აგებულია 1860-იან წლებში. სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 83.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაგონატის სახლი აგებულია 1850-იან წლებში ადგილობრივი არქიტექტორის მაკედონსკის პროექტის მიხედვით. სახლის მფლობელი იყო მაიორის ცოლი ვარვარა პაგონატი.

1887 წელს ქალაქის საკრებულომ აღასრულა ვარვარა პაგონატის ანდერძი. სახლი მფლობელობაში გადაეცა ობოლ და უსახლკარო ბავშვთა სახლს. მისი მეორე სურვილი იყო სახლის კედელზე ქუჩის მხრიდან დაეკიდათ სამახსოვრო დაფა წარწერით, რომ სახლი საქველმოქმედო დაწესებულებას შემოსწირეს ივანე და ვარვარა პაგონატებმა.

1890-იან წლებში სახლში გაიხსნა ქალაქის მეორე ოთხკლასიანი ქალთა დაწყებითი სასწავლებელი. მოგვიანებით სასწავლებელს უწოდეს პეტროვსკის სასწავლებელი. 1906 წლიდან შენობაში მდებარეობს პაგონატის სასწავლებელი.

1908 წლის 19 ივნისიდან შენობაში მუშაობს სუსტი და რარიბი ბავშვების მკვებავი პუნქტი „რძის წვეთი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალაქის მერი ი. პლატონოვი და მისი დამხმარე ო. პროხოროვი.

1910 წლიდან შენობაში დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებს, ხოლო 1918 წლიდან - ინტერნატი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შენობაში ფუნქციონირებს ინვლიდთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონეთა სახლი. ამჟამად შენობაში მოქმედებს ფსიქონევროლოგიური ინტერნატი 100 ადგილზე.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორსართულიანი სახლი მარცხენა მხარეს ჭიშკრით აგებულია 1850-იან წლებში. სახლი რუსტირებულია და შემკულია ორნამენტებით, სანდრიკებით, კლდის ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]