ოჰრიდის ისტორიული არქივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოჰრიდის ისტორიული არქივი
მაკედ. Историски архив (Охрид)

არქივის შენობა
41°06′41″ ჩ. გ. 20°48′37″ ა. გ. / 41.11139° ჩ. გ. 20.81028° ა. გ. / 41.11139; 20.81028
დაარსდა 1951
ქვეყანა ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა ჩრდილოეთი მაკედონია
მდებარეობა ოჰრიდი და ოჰრიდის თემი
ოფიციალური საიტი [www.arhiv.gov.mk www.arhiv.gov.mk]
Map

ოჰრიდის ისტორიული არქივი (მაკედ. Историски архив) — არქივი ქალაქ ოჰრიდში. დაარსდა 1951 წელს, ხოლო 1991 წელს გარდაიქმნა მაკედონიის რესპუბლიკის სახელმწიფო არქივის განყოფილებად[1]. ოჰრიდის განყოფილების დაქვემდებარებაში შედის: ოჰრიდის, დებარცის, სტრუგის, ვევჩანის, კიჩევოს, დრუგოვოს, ოსლომეის, ვრანეშტიცის, ზაიასის, დებარისა და ცენტარ-ჟუპის თემებს. სპეციალურად არქივისთვის განკუთვნილი ახალი შენობა 1979 წელს აშენდა და განთავსებულია ნიკოლა კარევის ქუჩაზე.

განყოფილების მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განყოფილებას გააჩნია 598 ფონდი და 17 კოლექცია. საარქივო მასალების უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს განეკუთვნება, ხოლო დანარჩენი ნაწილი დაკავშირებულია საარქივო ფონდებთან და XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის ცალკეულ დოკუმენტებთან. საარქივო ფონდები და კოლექციები შეიცავს მნიშვნელოვან მონაცემებს მის დაქვემდებარებაში მყოფი თემების პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ისტორიის შესახებ.

მნიშვნელოვანი ფონდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძალიან მნიშვნელოვანია XIV - XX საუკუნეების საეკლესიო სლავური ხელნაწერები, აგრეთვე აღმოსავლური ხელნაწერი და ნებეჭდი წიგნები. ამ განყოფილებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • Општинските управи (1918-1941 და 1941-1944);
  • Народноослободителните одбори (1944-1945) и одборите на општините (1945-1990);
  • Бановинска хидробиолошка станица (1934-1941), Рибоводна станица (1941-1944), Хидробиолошка станица (1944-) сите со седиште во Охрид;
  • Гимназиите и основните училишта од 1913-1945;
  • Општествено-политички организации, друштва и здруженија;
  • Верски фондови на Источно-православната црква и Исламската верска заедница.

გრუპჩევების, იოვანოსკების, კოცარევებისა და სხვების საოჯახო არქივები.

პირადი ფონდებიდან აღსანიშნავია ოჰრიდელი მწერლის ბორის ბოიაჯისკის, გრიგორ პრლიჩევისა და ოჰრიდელი მღვდლის ფოტი მასინის მასალები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03. ციტირების თარიღი: 2017-11-24.