ოქროსფერი წყალმცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოქროსფერი წყალმცენარეები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ტიპი: ოქროსფერი წყალმცენარეები
ლათინური სახელი
Chrysophyta

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ოქროსფერი წყალმცენარეები (ლათ. Chrysophyta), უმდაბლესი მცენარეების ტიპი, აერთიანებს თავისუფლად მცხოვრებ ან მიმაგრებულ ერთუჯრედიან, კოლონიურ, იშვიათად მრავალუჯრედიან ფორმებს. მათი სხეულის სიგრძე 2 სმ აღწევს. ოქროსფერი წყალმცენარეებს მოოქროსფრო-ყვითელ ან რუხ შეფერვას აძლევს ქლოროპლასტში არსებული ქლოროფილი და ყვითელი პიგმენტი — ფიკოქრიზინი. ასიმილაციის პროდუქცია ლეიკოზინი, ნაწილობრივ — ცხიმი. ოქროსფერი წყალმცენარეები ავტოტროფული ორგანიზმებია, ზოგიერთი მათგანი იყენებს მზა ორგანულ ნივთიერებებსაც. ოქროსფერი წყალმცენარეების ერთუჯრედიანი ფორმების უმრავლესობა აქტიურად მოძრაობს შოლტებით ან ფსევდოპოდიუმებით. მრავლდებიან დაყოფით და ზოოსპორებით. რამდენიმე სახეობა მრავლდება სქესობრივადაც. ზოგჯერ ქმნიან კაჟოვან ცისტებს. ძირითადად მტკნარი წყლის ორგანიზმებია, იშვიათად ვხვდებით ზღვის ფორმებსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნ. ა. კომარნიცი, ლ. ვ. კუდრიშოვი, ა. ა. ურანოვი, „მცენარეთა სისტემატიკა“, გვ. 38, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1973
  • ყანჩაველი ქ., ქსე, ტ. 7, გვ. 614, თბ., 1984