ოსტროგსკის სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსტროგსკის სასახლე
Pałac Ostrogskich
ოსტროგსკის სასახლე (პოლონეთი)
ალტერნატიული სახელები Zamek Ostrogskich
ზოგადი ინფორმაცია
შენობის ტიპი სასახლე
არქიტექტურული სტილი ბაროკო
ქვეყანა პოლონეთი
მდებარეობა ვარშავა
კოორდინატები 52°14′11″ ჩ. გ. 21°01′22″ ა. გ. / 52.2364167° ჩ. გ. 21.0228472° ა. გ. / 52.2364167; 21.0228472
დამკვეთი შოპენის მუზეუმიშოპენის მუზეუმი
მფლობელი ფრიდერიკ შოპენის საზოგადოება
დასრულდა 1681
დაინგრა 1944
ზომები და ტექნიკური დეტალები
სართულთა რაოდენობა 3
არქიტექტორ(ებ)ი ტილმან ვან გამერენი

ოსტროგსკის სასახლე - ისტორიული სასახლე ვარშავაში, ტამკას ქუჩაზე, პოვიშლეს უბანში. სასახლეში განთავსებულია ფრიდერიკ შოპენის მუზეუმი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII საუკუნის დასაწყისში, თავადმა იანუშ ოსტროგსკიმ იყიდა მიწა მდინარე ვისლას მარცხენა ნაპირზე, ქუჩა ნოვი სვიატის სამხრეთით. ეს ტერიტორია მაშინ ვარშავის გარეუბანი იყო, შესაბამისად, აქ არ ვრცელდებოდა ქალაქის კანონები, რომლებიც კერძო მშენებლობებს ზღუდავდა. ოსტროგსკის ამ ადგილას მამულის გაშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. თავდაპირვბელად მან ბასტიონი ააშენებინა, ბასტიონის შიგნით მამული უნდა მოწყობილიყო. იანუშ ოსტროგსკი ისე გარდაიცვალა, რომ გეგმების ასრულება ვერ მოასწრო. ტერიტორია იან გნინსკიმ შეიძინა და არქიტექტორ ტილმან ვან გამერენს ბასტიონზე სასახლის მშენებლობა შეუკვეთა. სასახლე 1681 წელს აშენდა.

XVIII-XIX საუკუნეებში სასახლემ რამდენიმეჯერ გამოიცვალა მესაკუთრე და შეიცვალა ფუნქცია. აქ განთავსებული იყო ყაზარამა, ლაზარეთი, ბავშვთა სახლი, სტუდენტურ საცხოვრებელი და სხვ. 1859 წელს შენობა ვარშავის კონსერვატორიამ დაიკავა. აქ მიიღეს განათლება სტანისლავ მონიუშკომ და იგნაცი იან პასდერევსკიმ. 1913 წელს სასახლე გააფართოეს. ოსტროგსკის სასახლე დაინგრა 1944 წელს, გერმანელების მიერ ვარშავის აჯანყების ჩახშობის შემდეგ. სასახლე ხელახლა ააშენეს 1949-1954 წლებში, ის აღადგინეს პირვანდელი სახით, 1913 წლის მიშენების გარეშე.

შოპენის მუზეუმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოპენის მუზეუმი დააარსა ფრიდერიკ შოპენის საზოგადოებამ 1930 წელს. მათ 30-იან წლებშივე დაიწყეს ფოტოების, ბიბლიოეთეკის შეგროვება, სხვადასხვა მფლობელისგან გამოისყიდეს 13-მდე ღირებული ხელნაწერი. 1945 წელს შოპენის მუზეუმი კვლავ გაიხსნა, ხოლო 1953 წლიდან მუზეუმმა უკვე ოსტროგსკის სასახლეში დაიდო ბინა. მუზეუმი მოიცავს შოპენის ორიგინალურ ხელნაწერებს, ფოტოებს, სკულპტურებს, წერილებს, საკონსკურსო ნამუშევრებს, პიანინოს. 2010 წელი ვარშავაში შოპენის წელი იყო. ამასთან დაკავშირებით შენობა მნიშვნელოვნად განაახლეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის ნახატი