ორთოდონტია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Brackets06.jpg

ორთოდონტია (ორთო... და ბერძნ. odus, ნათ. ბრ. odontos — კბილი) — სტომატოლოგიის დარგი, შეისწავლის ყბა-სახისა და კბილთა სისტემის ანომალიების ეტიოლოგიას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას. ორთოდონტული მკურნალობის ძირითადი ამოცანაა ყბა-კბილთა სისტემის ფორმის გაუმჯობესება — კბილების ან კბილთა მწკრივის გადანაცვლება. თანკბილვის რეგულირება, ქვედა ქბის სახსრების ფუნქციის მოწესრიგება, საღეჭი კუნთების ფუნქციის გააქტივება და სხვა.

მკურნალობა ტარდება სათანადო ორთოდონტული აპარატებით (მექანიკური ფუნქციური და კომბინირებული) ქირურგიული და ფიზიოთერაპიულ მკურნალობასთან ერთად. მკურნალობა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყბა-კბილთა სისტემისა და პირისახის ნორმალური ფორმირება.

ლიტერატურა[რედაქტირება]