ორდე დგებუაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორდე დგებუაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
წინა სახელები გადასასვლელი ქუჩა, ტექნიკური ქუჩა

ორდე დგებუაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში; დიმიტრი უზნაძის ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის სანაპირომდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. ადრე ერქვა გადასასვლელი ქუჩა. 1900 წელს ტექნიკური ქუჩა ეწოდა. შეტანილია თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 70-იან წლებში ორდე დგებუაძის სახელი დაერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]