ონეგის ტბა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ონეგის ტბა
On lake Onega.jpg
კოორდინატები:

61°43′00″ ჩ. გ. 35°29′00″ ა. გ. / 

მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 35 
სიგრძე 245 კმ
სიგანე 91,6 კმ
ფართობი 9,7 კმ²
მოცულობა 285 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 127 

ონეგის ტბა მდებარეობა რუსეთი

Blue pog.svg
ონეგის ტბა

ონეგის ტბა (რუს. Онежское озеро; ფინ. Ääninen, Äänisjärvi) — გამდინარე ტბა რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთ-დასავლეთში (კარელიის რესპუბლიკა, ლენინგრადისა და ვოლოგდის ოლქები). ფართობი 9,7 ათ. კვ. კმ. (კუნძულების გარეშე). საშუალო სიღრმე — 30 მ, მაქსიმალური — 127 მ. [1] წლის მოცულობა საშულო დონის დროს 292 კმ³. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში. ვრცელდება 250 კმ-ზე. კრისტალური ქანებით აგებული ჩრდილოეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაპირები კლდოვანია, სანაპირო ხაზი - შეჭრილ-შემოჭრილი. ქვიშებითა და თიხებით აგებული სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირი მეტწილად დაბალი, სუსტად დანაწევრებული და დაჭაობებულია.

ონეგის ტბაში 1369 კუნძულია (ფართობი 250 კვ.კმ.). ტბას ერთვის 59 მდინარე, გამოედინება მდინარე სვირი. ონეგის ტბის წყლის ბალანსის შემოსავლის 74 % მოაქვთ მდინარეებს, 25 % — ატმოსფერულ ნალექებს; გასავლის 84 % მდინარე სვირზე მოდის. წყლის დონე უმაღლესია ივნის-აგვისტოში, უდაბლესი — მარტ-აპრილში. დონეთა რყევის მაქსიმალური სიდიდე 190 სმ აღწევს. ტბაზე შეიმჩნევა სეიშები.

აგვისტოში წყლის მაქსიმალური ტემპერატურა ზედაპირთან ტბის ღია ნაწილში 20-24°C, ყურეში 24-27°C. ცენტრალურ ნაწილში ტბა იყინება შუა იანვარში, ნაპირებთან და ყურეებში — ნოემბერ-დეკემბერში. წყალი მტკნარია. მდიდარია თევზით.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნტეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 532, თბ., 1984;
  • Озера Карелии. Справочник, Петрозаводск, 1959;
  • Григорьев С.В., Внутренние воды Карелии и их хозяйственное использование, Петрозаводск, 1961;
  • Богословский В., Георгиевский Ю., Онего, Л., 1969;
  • Тепловой режим Онежского озера, 1973.

[რედაქტირება] სქოლიოს სია

  1. Кравчук П. А. Рекорды природы. — Любешов: Эрудит, 1993. ISBN 5-7707-2044-1.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე