ომუნეს ჯიხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ომუნეს (ყენიას) ჯიხასაფორტიფიკაციო ნაგებობა, კოშკი, მდებარეობს საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარის ცენტრიდან სამ კილომეტრში. თარიღდება გვიან შუა საუკუნეებით. კოშკი ნაგებია ნახევრად დამუშავებელი შერეული ფლეთილი რიყისა და ყორე ქვით. გეგმით ოთხკუთხა კოშკი არის სამ სართულიანი. კოშკს აღმოსავლეთის მხრიდან ორი ვიწრო სარკმელი აქვს. სათოფურეები მაღლაა განლაგებული. კოშკს გადახურვა არ აქვს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივები კოშკს „ომუნეს ჯიხა“ უწოდებენ, რაც ადგილის სახელწოდებიდან მომდინარეობს სადაც ის მდებარეობს. მეგრულად აღნიშნული ადგილი „ომუნე“/„ომანე“-ს სახელითაა ცნობილი. აღნიშნული ციხე აკაკი ჭანტურიას მიერ შედგენილ დაბა ჯვრის არქეოლოგიურ რუკაზე მოხსენიებულია, როგორც „ყენიაში ჯიხა“[1]. უკანასნელი თავის მხრივ ყენიას ციხეს ნიშნავს, მისი ყენიების გვარის კუთვნილების გამო.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კალანდია გ., „გაძარცული საგანძური“, თბ., 2012, გვ. 149