ომსუქჩანის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ომსუქჩანის ქედი
რუს. Омсукчанский хребет
კოორდინატები: 63°37′45″ ჩ. გ. 155°14′32″ ა. გ. / 63.62917° ჩ. გ. 155.24222° ა. გ. / 63.62917; 155.24222
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული მაგადანის ოლქი
უმაღლესი წერტილი 1828 მ
სიგრძე 300 კმ
ომსუქჩანის ქედი — რუსეთი
ომსუქჩანის ქედი

ომსუქჩანის ქედი[1] (რუს. Омсукчанский хребет) — ქედი რუსეთში, მაგადანის ოლქში. მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში, შედის კოლიმის მთიანეთის სისტემაში. სიგრძე 300 კმ, სიმაღლე 1828 მეტრამდე. სამხრეთ ნაწილში ჭარბობს საშუალო მთის რელიეფი, ჩრდილოეთში — მაღალი მთისა. ქედის სამხრეთ ნაწილში ცნობილია ვერცხლ-ტყვიის მადნის საბადო (გოლცოვოე). კალთებზე გამეჩხერებული ფოთლოვანი ტაიგის ლანდშაფტებია, 800–900 მეტრზე მაღლა — მთის ტუნდრის ლანდშაფტები და ქვაყრილები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 154.
  2. Омсукчанский хребет // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 194.