ომარაანის მეორე ნასოფლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ომარაანის ნასოფლარი.

ომარაანის მეორე ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ომარაანის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, ნაყორად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნასოფლარ ტერიტორიაზე დადასტურდა ნასახლარი ბუდეები. აქვე შეგროვდა წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]