ოლიუოტორკის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოლიუოტორკის ყურე ― ყურე ბერინგის ზღვაში, კამჩატკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაპირთან, გოვენის და ოლიუოტორკის ნახევარკუნძულებს შორის. სიგანე შესასვლელთან 228 კმ, ხმელეთში შეჭრილია 83 კმ-ზე. ყინულსაფარი ცენტრალურ ნაწილში არამდგრადია, დეკემბრიდან მაისამდე დაფარულია ნაპირის ყინულით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]