ოთარ ხაზარაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოთარ ხაზარაძე

ოთარ ხაზარაძე 1972 წელს, ფოტო გადაღებულია შოთა მირინაშვილის მიერ პამირის მთებში
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1931 (1931-01-15) (93 წლის)
ქუთაისი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თსუ
საქმიანობა ალპინისტი

ოთარ ხაზარაძე (დ. 15 იანვარი, 1931, ქუთაისი) — ქართველი ალპინისტი, სპორტის ოსტატი (1958),[1] სპორტის საპატიო ოსტატი (1972), სპორტის დამსახურებული მწვრთნელი (1959), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2003), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (2003).

აქტიურად მოღვაწეობს ალპინიზმის განვითარებისათვის საქართველოში და მის გარეთ. არის ათეულობით ალპინიადისა და საკვალიფიკაციო ექსპედიციის ორგანიზატორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთარ ხაზარაძე დაიბადა 1931 წლის 15 იანვარს, ქუთაისში. 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს (თსუ) ფიზიკის ფაკულტეტი. 1956-1966 წლებში იყო თსუ-ს ალპური სექციის თავმჯდომარე. 1957-1982 წლებში საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს თავმჯდომარე. 1957 წელს გახდა სსრკ ჩემპიონი ტრავერსების კლასში (დარვაზის ქედი). საკავშირო სპორტული საზოგადოება Буревестник-ის ჩემპიონი: 1958 წელს სასიმაღლო კლასში (ლენინის პიკი, პამირი) და 1961 წელს სასიმაღლო-ტექნიკურ კლასში (ვაჟა-ფშაველას პიკი, ტიან-შანი); 1960, 1975, 1977 წლებში სსრკ ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს (1969, 1973) მედლის პრიზიორი სასიმაღლო, კლდოვან და ტექნიკურ კლასებში.

გარდა სპორტისა, ოთარ ხაზარაძე დაკავებული იყო სამეცნიერო სამუშაოთი. 1955-1966 წლებში იყო თსუ-ს ბირთვული ფიზიკის კათედრის ასისტენტი. სამეცნიერო კვლევითი ელექტროტექნიკური ინსტიტუტის თბილისის ფილიალის განყოფილების გამგე (1966-1974). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-ხელსაწყოთმშენებლობის სპეცილური საკონსტრუქტორო ბიუროს განყოფილების გამგე (1974-1990), დირექტორი (1990-2006).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივანე ჯაფარიძე. რედ. გივი ქართველიშვილი: მყინვარწვერიდან ევერესტამდე (1923-1991 წ.წ.). „ფორმა“, გვ. 272. ISBN 9789941023033. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ოთარ ხაზარაძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2013.