ოთარ გიორგობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგობიანი.

ოთარ ლეონტის ძე გიორგობიანი (დ. 12 აპრილი, 1926, თბილისი — გ. 24 ნოემბერი, 2005, იქვე) — ქართველი ეკონომისტი; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1994), საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი (1987).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წლიდან იყო სხვადასხვა სახელმწიფო და სამეურნეო თანამდებობებზე. 1973–1988 წლებში მუშაობდა ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ახლანდ. თსუ პაატა გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტი) განყოფილების გამგედ; 1988–2000 წლებში — აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (ახლანდ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) დირექტორის მოადგილედ. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მისი სამეცნიერო შრომები ეხება კვების მრეწველობის ეკონომიკურ საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]